პროექტის შესახებ

პროექტის აღწერა

ჰილსაიდ ისთეითი არის, თანამედროვე ურბანული ტენდენციების გათვალისწინებით, დაგეგმარებული პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი. საპროექტო ტერიტორია მოიცავს 14 ჰექტარს სადაც აშენდება 90 კერძო სახლი. საცხოვრებელი უბნის გეგმარებისას აქცენტი გაკეთდა დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაზე, რომელიც ინტეგრირებულია გარემოსთან და შესაბამისობაშია ბუნებრივ ლანდშაპტთან. ფართე გზები, განიერი ტროტუარები, ცენტრალური პარკი და გზების გასწვრივ არსებული გამწვანებული ტერიტორია გაძლევთ სივრცის განსხვავებულად აღქმის შესაძლებლობას.

სახლები და რეგულაციები

ჰილსაიდ ისთეითში მიწის ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში, გთავაზობთ ლანდშაპზე მორგებულ და, საცხოვრებელი უბნის კონცეფციის გათვალისწინებით, შექმნილ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტებს. ამასთან, ერთიანი იერსახისა და არქიტექტურული სტილის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, შევიმუშავეთ ტერიტორიის სამშენებლო სტანდარტები. ჩვენი კომპანია აგრეთვე გაძლევთ შესაძლებლობას თქვენი შეხედულებისამებრ შეარჩიოთ არქიტექტურული პროექტი. ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში, დაცული უნდა იქნეს ჰილსაიდ ისთეითის მიერ დადგენილი სამშენებლო სტანდარტები.

დაცული ტერიტორია

ჰილსაიდ ისთეითი წარმოადგენს დაცულ საცხოვრებელ უბანს, სადაც მხოლოდ მობინადრეებს და მათ სტუმრებს შეეძლებათ შესვლა. მთლიან პერიმეტრზე მოეწყობა დამცავი ღობე. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ვიდეო კამერები. მაცხოვრებლების უსაფრთხოებაზე 24 საათის განმავლობაში იზრუნებს დაცვის სამსახური.

ინფრასტრუქტურა

თითოეულ მიწის ნაკვეთთან მიყვანილი იქნება ყველა საჭირო კომუნიკაცია, მოეწყობა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ცენტრალური სისტემა. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ენერგო ეფექტური გარე განათების ქსელი. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობის მიზნით ცენტრალურ პარკში დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. განხორციელდება საერთო სივრცეების მოვლა-პატრონობა. ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისათვის.

ცენტრალ პარკი

ჩვენი სურვილია საცხოვრებელ უბანში შევქმნათ გამორჩეული ეკოსისტემა. ამისათვის 15 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ცენტრალური პარკი, ველო-ბილიკი, სათამაშო მოედნები, ჩოგბურთის კორტი, საფეხბურთო მოედანი, სავარჯიშო სივრცე და ბავშვთა გასართობი ზონა. ბუნებრივ გამწვანებასთან ერთად მოხდება ცენტრალურ პარკში დამატებითი ნარგავების გაშენება. ამ მიზნით, მომზადდა დენდროლოგიური პროექტი. ხე-მცენარეების შერჩევისას, გათვალისწინებული იქნა ადგილობრივი კლიმატი და განხორციელდა ნიადაგის ლაბორატორიული შესწავლა.

ნაკვეთები

ნაკვეთი #1
გაყიდულიათავისუფალია
კოდი : 18.41.491

სამშენებლო არეალი

საერთო ფართი: 300 m2

ნაკვეთი #

ფართობი: m2

შესასვლელი შესასვლელი 2 2 2 2 2 2 1 3 4 93 35 34 33 32 31 30 29 28 27 49 51 59 60 61 25 24 15 14 16 17 18 19 20 21 22 23 13 12 11 10 9 8 7 6 5 68 69 70 71 92 26 36 37 38 39 40 41 42 43 45 47 53 54 52 50 48 46 44 55 56 57 58 62 63 64 65 66 67 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91
გაყიდულია
თავისუფალია

სახლები

Other houses

მდებარეობა

მდებარეობა

ჰილსაიდ ისთეითი შესაძლებლობას გაძლევთ გაეცალოთ ქალაქის ხმაურს და დატკბეთ ბუნებასთან სიახლოვით. საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს თბილისიდან 25 წუთის სავალ გზაზე, საგურამოს ცენტრიდან კი 5 კილომეტრის მოშორებით. ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები თეზამის ხეობასა და კავკასიონის მთებზე. ჩვენი საცხოვრებელი უბნიდან 15 წუთში შეგიძლიათ აღმოჩნდეთ საბადურის უნიკალურ ტყე-პარკში, რომელიც გამორჩეულია თავისი განუმეორებელი ბუნებით.

თბილისის ეროვნული პარკი

ჩვენ საცხოვრებელ კომპლექსს ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრება თბილისის ეროვნული ტყე-პარკი, ხოლო სამხრეთ საზღვართან ჩამოედინება მდინარე თეზამი. ტერიტორია ნაკრძალს უკავშირდება საფეხმავლო ბილიკებით. საცხოვრებელი უბანი გაშენდება ზღვის დონიდან 800-830 მეტრის სიმაღლეზე. თბილისის ეროვნული ტყე-პარკის ჰავა და დაბალანსებული კლიმატი წელიწადის ოთხივე დროს ქმნის კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას.

ადვილად მისასვლელი

ჰილსაიდ ისთეითში მოსასვლელად არ გიწევთ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიის ვიწრო გზებით გავლა. კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია პირდაპირ ცენტრალური სამანქანო გზიდან, ეს კი დამატებით კომფორტს ქმნის ჩვენი მობინადრეებისათვის. საცხოვრებელ კომპლექსს აქვს ორი ცენტრალური შესასვლელი, რაც ამცირებს საცხოვრებელი უბნის ტერიტორიაზე საავტომობილო ნაკადს და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს და დაგეხმარებით საუკეთესო ადგილის შერჩევაში

იმეილი წარმატებით გაიგზავნა
იმეილი იგზავნება, გთხოვთ დაელოდოთ...
მცხეთის რაიონი, სოფელი ნავდარაანთკარი
41.899774, 44.836987